1706456290
სპორტი
სანდრო ბაზაძე საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ინფორმაციას საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ავრცელებს.
ქალაქ მეზონ-ალფორში გამართული საფრანგეთის ჩემპიონატი ხმლით გუნდურ პირველობაში, ფარიკაობის კლუბმა ორლეანმა მოიგო, რომლის ლიდერი მსოფლიოს ნომერ პირველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეა.
ორლეანის ღირსებას ქართველ სპორტსმენთან ერთად, ფრანგები ბოლად აპიტი და ძმები ჟან-ფილიპ და სებასტიან პატრისები იცავდნენ.