Loading data...
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7087 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7160 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9406 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9469 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0820 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 27 ივლისს შევა ძალაში.