Loading data...
სანდრო ბაზაძე ალჟირის მსოფლიო თასის ჩემპიონია

ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ალჟირის მსოფლიო თასის ჩემპიონია.

ქართველმა მოფარიკავემ ფინალში უნგრელი კრისტიან რაბი, ანგარიშით 15:12, დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

შეგახსენებთ, რომ ბაზაძემ ტურნირის ნახევარფინალში იაპონელი მაო კოკუბო 15-10 დაამარცხა.