Loading data...
ლევან მაჭავარიანი ევროკომისიაზე: კვლავ არ იმჩნევენ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ თუ ევროკომისიაში საღად დაიწყებენ აზროვნებას, ეს იქნება ნიშანი, რომ შეიძლება, ურთიერთობა გადაიტვირთოს.

„კვლავ არ იმჩნევენ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა და ისინი ჯერჯერობით, ვერ შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ მიუხედავად ამდენი მცდელობისა და დაფინანსებისა, ვერც რევოლუციით ჩაგვანაცვლეს და მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩაუტარეს საარჩევნო კამპანიები აგენტურულ ოპოზიციას, ვერც არჩევნების გზით ჩაგვანაცვლეს. ამ ყველაფრის გარანტი არის ქართველი ხალხი.

შესაბამისად, როგორც კი პირველი ნიშნები იქნება შესამჩნევი იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო საღად დაიწყეს აზროვნება, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა, უკვე ეს იქნება იმის სიგნალი, რომ შეიძლება, ყველაფერი გადაიტვირთოს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.