Loading data...
სამაგალითოა, ამიტომ შეუძლია ამ დონეზე თამაში - შტურმის მთავარი მწვრთნელი კიტეიშვილზე

გრაცის „შტურმმა“ ევროპა ლიგის ბოლო ტურში ნორვეგიული „ბრანი“ ოთარ კიტეიშვილის გოლით 1:0 დაამარცხა.

„შტურმს“ ეს გამარჯვება არ ეყო, პლეი-ოფში მაინც ვერ გავიდა, მაგრამ მოგება მაინც მნიშვნელოვანი იყო. კიტეიშვილმა ორი გოლი გაიტანა, თუმცა, პირველი არ ჩაუთვალეს, რადგან მისი თანაგუნდელი, საგოლე პასის ავტორი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. სამაგიეროდ, 85-ე წუთზე კიტემ მატჩის ბედი მაინც გადაწყვიტა.

ოთარ კიტეიშვილი შეაქო შტურმის მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო ინგოლიჩმაც.

„კიტე აბსოლუტური პროფესიონალია, რომელიც ყოველდღე მაგალითია, რომელიც ვარჯიშზე მაქსიმუმს აკეთებს და რომელიც არასდროს ისვენებს. სწორედ ამიტომ შეუძლია მას ასეთი თამაშის ჩვენება“, - განაცხადა ფაბიო ინგოლიჩმა.