Loading data...
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 იანვრი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6922 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6927 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2166 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.2277 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0620 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 30 იანვარს შევა ძალაში.