1789039256
სპორტი
საქართველოსა და სლოვაკეთის სპორტის მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სპორტის მინისტრ რუდოლფ ჰულიაკს უმასპინძლა.
მხარეებმა შეხვედრისას თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სპორტის სფეროს უწყებათა შორის ორმხრივ თანამშრომლობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას მოიცავს.
თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ მხარეებმა საქართველოს სპორტის მინისტრის შალვა გოგოლაძის სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს ისაუბრეს.