Loading data...
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6101 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6104 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0342 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0364 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0538 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 11 სექტემბერს შევა ძალაში.