Loading data...
საქართველოს U17 ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა

ბულგარეთში 17-წლამდელებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს U17 ნაკრებმა ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა, ქართველების ანგარიშზე ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია.

ვერცხლის მედალი რამაზ ბასილიამ (71 კგ.) მოიპოვა, მან ფინალი სომეხ ჯანეს ნაზარიანთან დათმო, ბრინჯაოს მედლები კი ლუკა ბუიღლიშვილმა (80 კგ.) და საბა ტაკიძემ (110 კგ.) მოიპოვეს.

ლუკა ბუიღლიშვილმა (80 კგ.) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უკრაინელი დანილ მელნიჩუკი დაამარცხა, საბა ტაკიძემ (110 კგ.) კი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინელ მაქსიმ სოკოლიუკს სძლია.