Loading data...
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6789 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6802 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1201 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1374 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0588 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 16 მაისს შევა ძალაში.