Loading data...
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ტურნირის ფარგლებში უნგრეთს, უკრაინას და ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ერთა ლიგის 2026/2027 წლის სეზონის ფარგლებში კვლავ B დივიზიონში იასპარეზებს. ის მე-2 ჯგუფში მოხვდა, სადაც უნგრეთს, უკრაინას და ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. წილისყრა ბრიუსელში გაიმართა. 

მიმდინარე წლის სექტემბერში და ოქტომბერში გუნდები 12 დღის განმავლობაში 4 მატჩს გამართავენ. პლეი ოფი კი 2027 წელს გაიმართება.

ფიფას რეიტინგის მიხედვით, ამჟამად უკრაინა 30-ე პოზიციაზეა, უნგრეთი - 41-ზე, ჩრდილოეთ ირლანდია 69-ზე , ხოლო საქართველო 73-ზე. როგორც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა, საქართველოს საკმაოდ რთული მატჩები ელის წინ.