Loading data...
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6807 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6819 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1782 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1853 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0613 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 14 თებერვალს შევა ძალაში.