Loading data...
საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

გუნდურ შეჯიბრებაში ჩვენმა ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: უსინათლოთა შორის გამოდიოდნენ (J1):საბა ბაღდავაძე; გიორგი გამჯაშვილი; გიორგი ბერიძე.

მცირემხედველთა შორის (J2): ზვიად გოგოჭური; ლევან გუგავა; ზურაბ ზურაბიანი.