1786807065
ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო: 18 აგვისტომდე საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება
15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„15 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში, 16-18 აგვისტოს ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
საფრთხის დონე საშუალოა.