1757254719
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩი საფრანგეთის ნაკრებთან გამართა.
პირველი ტაიმი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების უპირატესობით წარიმართა. ანგარიშით - 38:37 დასრულდა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა კიდევ 42 ქულა მოიპოვა და საბოლოოდ, მატჩი 80:70 დასრულდა.
ალექსანდარ ჯიკიჩის განკარგულებაში 12 კალათბურთელი იყო: რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე.