Loading data...
საქართველოს ნაკრებმა ლობჟანიძის გოლით კაბო-ვერდესთან პირველი ტაიმი მოიგო

საქართველოს ნაკრები ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში კაბო-ვერდეს მასპინძლობს.

შეხვედრა ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობს. ორივე გუნდმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა. პირველი ტაიმის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კუთხურიდან მოწოდებული ბურთი საბა ლობჟანიძემ გოლად აქცია. 1:0 პირველი ტაიმის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულები 1:0 დაამარცხა.