Loading data...
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურში უკრაინის ნაკრებს „დინამო არენაზე“ უმასპინძლა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები „ჯვაროსნების“ შეჩერებას ხისტი თამაშით ცდილობდნენ, საქართველოს ნაკრები უპირატესობას მაინც დაეუფლა და არაერთი მწვავე მომენტი შექმნა.

ეროვნულმა გუნდმა ამ თამაშში პირველი ქულა მოიპოვა.

„ჯვაროსნები“ მომდევნო მატჩს 2 ოქტომბერს უნგრეთის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.