Loading data...
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6055 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6080 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9632 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9721 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0532 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 29 სექტემბერს შევა ძალაში.