1794940974
სპორტი
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა უკრაინასთან მატჩისთვის ცნობილია
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს უკრაინის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:
მამარდაშვილი, კაკაბაძე, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, ქოჩორაშვილი, ნ. გაგნიძე, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, აზაროვი, კვერნაძე, მიქაუტაძე.
დღევანდელ მატჩში „ჯვაროსნებს“ ოთარ კაკაბაძე უკაპიტნებს.
