1794929698
უცხოეთი
რუსეთში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა - გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა
რუსეთში, კემეროვოს ოლქის სოფელ იაგუნოვოს მახლობლად სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი An-12 ჩამოვარდა. რუსული ტელეგრამარხების მიერ გავრცელებული წინასწარი, ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
არსებული ცნობებით, თვითმფრინავს ცეცხლი ჯერ კიდევ ფრენის დროს გაუჩნდა. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ბორტზე 13-დან 17-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ავიაკატასტროფის ფაქტი კუზბასის გუბერნატორმა ილია სერედიუკმა ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა მას მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ცნობა ჯერ არ გაუვრცელებია.
მომხდარის დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია.