1789456824
სპორტი
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 14 ოქრო, 14 ვერცხლი და 7 ბრინჯაოა - შალვა გოგოლაძემ ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა მიულოცა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ქართველმა ძალოსნებმა 35 მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 14 ოქრო, 14 ვერცხლი და 7 ბრინჯაოა.
15-წლამდელებმა ქულებით გუნდური პირველი ადგილი, 17-წლამდელებმა კი გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.
კონტინენტის პირველობაზე 15-წლამდელებმა 5 ოქრო, 6 ვერცხლი, 3 ბრინჯაო მოიპოვეს, 17-წლამდელებმა კი 9 ოქრო, 7 ვერცხლი და 2 ბრინჯაო; გოგონებმა - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.
სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ტალახაძე და ნაკრების მწვრთნელები ესწრებოდნენ.