Loading data...
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა დანია გაანადგურა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი მატჩი მოიგო.

ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა დანიის ნაკრებს სტუმრად ძალიან დამაჯერებლად აჯობა.

დანიელებმა საქართველოს კონკურენცია მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწიეს, რომელიც ფრედ, 12:12 დასრულდა, მაგრამ მეორე პერიოდიდან ქართველის უპირატესობა გამოიკვეთა (27:20) და საქართველო დიდ შესვენებაზე დაწინაურებული გავიდა.

გარდამტეხი გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც ჯიკიჩის გუნდმა 38:15 მოიგო და ბოლო პერიოდს აზრი დაეკარგა. ამიტომაც, სკანდინავიელებმა ბოლოს შეამცირეს სხვაობა, თუმცა უმნიშვნელოდ. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 89:71 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებში 24 ქულით, 7 მოხსნით და 5 პასით საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო. კარგი დებიუტი ჰქონდა მარკის რიდს, რომელმაც 18 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. შესანიშნავად ითამაშა კიდევ ერთმა დებიუტანტმა ალექსანდრე მერკვილაძემ - 12 ქულა ჩააგდო და 100%-იანი სიზუსტით ისროლა. გუნდს 13 ქულით დაეხმარა დუდა სანაძე.