Loading data...
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6759 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6759 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6741 ლარი იყო.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1581 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1544 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0609 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 28 თებერვალს შევა ძალაში.