საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ისრაელი დაამარცხა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში ისრაელის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 101:90 დაამარცხა.
მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი მეოთხედი რვა ქულით მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა მეორე 10-წუთიან მონაკვეთში ჩამორჩენა აღმოფხვრა, 26:16 მოიგო და პირველი ტაიმი „ჯვაროსნების“ სასარგებლოდ დასრულდა - 43:41.
დარჩენილი ორი მეოთხედში შეხვედრა ქულა-ქულაში გაგრძელდა, გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა, თუმცა დასკვნით მეოთხედში უფრო ზუსტად ქართველმა კალათბურთელებმა ითამაშეს და საბოლოოდ შეხვედრაც მათი გამარჯვებით დასრულდა – 101:90
ისრაელთან მატჩი „ჯვაროსნებისთვის“მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებამდე გენერალური რეპეტიციაა იყო.
მომდევნო მატჩები „ჯვაროსნებს“ უკვე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე აქვთ – 28 აგვისტოს თბილისში, მონტენეგროს ნაკრებს ეთამასებიან, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიას შეხვდებიან – ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.