Loading data...
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი დამაჯერებლად დაამარცხა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ლიმასოლში ესპანეთს ეთამაშა და დამაჯერებლად, 83:69 ქულით მოუგო. პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენი გუნდი 37:35 იგებდა.

შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი, რომ ევრობასკეტის პირველ მატჩში მონაწილეობას მიიღებდა თორნიკე შენგელია. ნაკრების კაპიტანმა მოსამზადებელი ეტაპის დიდი ნაწილი გულზე შექმნილი პრობლემების გამო გამოტოვა.

საქართველომ თამაში აქტიურად და აგრესიულად დაიწყო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ესპანელებს ძალიან უჭირდათ კომბინაციების გათამაშება, ხოლო სანდრო მამუკელაშვილისა და კამარ ბოლდუინის შესანიშნავი თამაშის ფონზე, ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა პირველი მეოთხედი 20:17 მოიგო.

მეორე მეოთხედში ესპანელებმა ტემპს მოუმატეს, დაცვაშიც უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა წინ გასვლას ვერ ახერხებდნენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 11 ქულით დუდა სანაძე იყო, 8 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, 8 ქულა – გოგა ბითაძეს, 6 – კამარ ბოლდუინს.