Loading data...
საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების პირველი შეხვედრა „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართა და 0:1 დამარცხდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. „ჯვაროსნებს“ ჰქონდათ რამდენიმე მომენტი, მათ შორის 11-მეტრიანიც, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ ვერ გამოიყენა.

შეხვედრის გადამწყვეტი გოლი სტუმრებმა მსაჯის მიერ დამატებული დროის მე-9 წუთზე გაიტანეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს უკრაინასთან 28 სექტემბერს გამართავს.