Loading data...
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6080 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6218 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9721 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9807 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0533 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 26 სექტემბერს შევა ძალაში.