Loading data...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის გუნდი დაამარცხა.

ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები ნინო გულბანმა, ლუკა მაისურაძემ, ეთერ ლიპარტელიანმა და ირაკლი დემეტრაშვილმა მოიპოვეს.