Loading data...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა რეპეშაჟში საფრანგეთი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ირაკლი დემეტრაშვილმა მოიპოვეს. ოქროს ქულა კი საქართველოს ნაკრებს ლაშა ბექაურმა მოუტანა. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი შეხვედრის მანძილზე ტრავმით ჭიდაობდა.

საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის ჩინეთსა და იაპონიას შორის დამარცხებულს შეხვდება.