Loading data...
საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე დასახელდა

საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე დასახელდა.

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 4:1 ანგარიშით მოიგო.

გოლების ავტორები: ხვიჩა კვარაცხელიამ 11-მეტრიანი პენალტი თავად მოიპოვა და სრული სიზუსტით შეასრულა. მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ, შემდეგ მესამე გიორგი მიქაუტაძემ და რამდენიმე წუთში ქოჩორაშვილმა შესანიშნავი თავურით მეოთხე გოლი გაიტანა.

თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საღამოს 8:00 საათზე დაიწყო.

შემდეგი მატჩი ქართველებს ალბანეთთან 11 სექტემბერს ექნებათ.