Loading data...
„როგორც მეფეა ჭადრაკის დაფაზე, ისე იყავი მოედანზე!“ - ნონას საჩუქარი ხვიჩა კვარაცხელიას

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მშობლებს ბადრი კვარაცხელიას და მაკა ლუკავას თავის საკოლექციო ჭადრაკიდან „ქართული ცეკვა“ სამახსოვროდ მეფის ფიგურა გადასცა.

ჭადრაკის დაფაზე მეფე ცენტრალური ფიგურაა და ამ სამახსოვრო საჩუქარს სწორედ ეს სიმბოლური დატვირთვა აქვს.

ნონამ ხვიჩას უსურვა რომ მომავალშიც წარმატებით გააგრძელოს მოედანზე წამყვანი როლის შესრულება. გზავნილი კი ასეთი იყო: „როგორც მეფეა ჭადრაკის დაფაზე, ისე იყავი მოედანზე!“