Loading data...
რამინ შამილიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ბრინჯაოს მედლით დაასრულა

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა, რამინ შამილიშვილმა იასპარეზა და შეჯიბრებაზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ატაცში შამილიშვილი 109 კილოგრამით მე-5 ადგილზე გავიდა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში სამივე ცდა გამოიყენა 127/131/134 კილოგრამი დაძლია, ჯამში 243 კილოგრამი დააფიქსირა და ორი ბრინჯაოს მედალი (აკვრასა და ორჭიდში) მოიპოვა.