პარიზში რომის პაპ ლეო XIV-ის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რომის პაპ ლეო XIV-ის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
როგორც მედია წერს, პაპის გადაადგილების მარშრუტზე ათობით ეკრანი დაამონტაჟეს მათთვის, ვინც მის ადგილზე ნახვას ვერ შეძლებდა. შეკრებილებისთვის მიმართვისას რომის პაპმა, მათ შორის, ფრანგულ ენაზე, მადლობა გადაუხადა მათ სიმამაცისა და რწმენისთვის.
მან, ასევე, მოუწოდა კათოლიკეებს, საკუთარ რწმენაში არ ჩაიკეტონ.
„დაე, რწმენა თქვენში სავსე იყოს, რათა მათ, ვისაც შეხვდებით, შეძლონ წყურვილის მოკვლა“, - განაცხადა რომის პაპმა.
25 სექტემბერს დაწყებული ლეო XIV-ის ვიზიტი საფრანგეთში 2008 წლის სექტემბრის შემდეგ ქვეყანაში რომის პაპის პირველი ოფიციალური ვიზიტია. მაშინ კათოლიკურ ეკლესიას ბენედიქტ XVI ხელმძღვანელობდა.
მედიის ცნობით, პაპი საფრანგეთში ოთხი დღის განმავლობაში დარჩება. მან, ასევე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ჩაატარა საღამოს მსახურება.
რომის პაპი აპირებს ლურდის ღვთისმშობლის სახელობის საკურთხევლის მონახულებასაც და ქალაქ მეცში ევროკავშირის ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლას.