Loading data...
პსჟ-ს შეთავაზება „ნაპოლის“ - იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, პსჟ „ნაპოლის“ კვარა-ოსიმენში 200 მილიონს სთავაზობს

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ბარჯიჯამ განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა „ნაპოლის“ 200 მილიონი ევრო გადაუხადოს ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ.

„პსჟ „ნაპოლის“ აშინებს: 200 მილიონი ევროს შეთავაზება ოსიმენისთვის და კვარაცხელიასთვის. რა იქნება დე ლაურენტისის პასუხი?“ - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ გავლენიანი იტალიური გამოცემები წერენ, რომ „ნაპოლი“ ამ ზაფხულს კვარაცხელიასთან შელევას არ აპირებს და იმის განურჩევლად, დათანხმდება თუ არა, ქართველი ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს, მაინც „ნაპოლიში“ დარჩენა მოუწევს.