Loading data...
პსჟ-ს ოცნება კვარაცხელიას შეძენა იყო, მაგრამ ეს შეუძლებელი გახდა - ფაბრიციო რომანო

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ოცნება ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა იყო, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისისა და ანტონიო კონტეს პოზიციის გამო ფრანგებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

„პსჟ-ს ოცნება იყო კვარაცხელიას შეძენა, მაგრამ შეუძლებელი გახდა ანტონიო კონტეს დაყოლიება, პირველ რიგში კი, „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის. ასე რომ, ქართველი „ნაპოლიში“ დარჩება. პარიზელებს თავდაპირველად კვარაცხელიას და ოსიმენის ერთად ყიდვა სურდათ“, - განაცხადა რომანომ.