Loading data...
„პირველი ქულებისთვის, პირველი მოგებისთვის!“ - საქართველოს ნაკრები ბულგარეთს შეხვდება

საქართველოსა და ბულგარეთის მატჩი 7 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი 3 ქულის მოპოვებას ბულგარეთთან ეცდება.

„დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მეორე მატჩში ბულგარეთს დავუპირისპირდებით. ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს!“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.