Loading data...
ფიგურული ციგურაობა - ნიკა ეგაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში.

ვაჟთა შორის ერთეულებში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ.

მან უშეცდომოდ ისრიალა და მსაჯებისგან 169.78 ქულა დაიმსახურა. მანამდე მოკლე პროგრამაში მას 78.84 ქულა ჰქონდა.

ჯამში კი, 248.62 ქულა მოუგროვდა და საშუალედო ლიდერად იქცა.

ვაჟთა შორის თავისუფალი პროგრამის დასრულების შემდეგ გაირკვევა, საბოლოოდ მერამდენე ადგილს დაიკავებს ნიკა ეგაძე მსოფლიო ჩემპიონატზე.