1774616710
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7025 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7066 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1114 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1277 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0608 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 28 მარტს შევა ძალაში.