Loading data...
ფიგურული ციგურაობა - ნიკა ეგაძე ოლიმპიადაზე დღეს თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ფიგირულ ციგურაობაში თავისუფალ

პროგრამას კაცები წარადგენენ და მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდება.

საქართველოს სახელით ყინულის მოედანზე ნიკა ეგაძე გავა.

შეჯიბრება 22:00 საათიდან დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ეგაძე მოკლე პროგრამის შემდეგ 85.11 ქულით მე-15 ადგილზეა.

თავისუფალ პროგრამით ქართველი სპორტსმენი მე-10 ნომრად გამოვა.