1757243470
სპორტი
ფიგურულ მოციგურავეთა ქართველი წყვილი საერთაშორისო ტურნირის ვიცე-ჩემპიონია

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე „ჩელენჯერის“ სერიის საერთაშორისო ტურნირზე „კინოშიტას თასი - 2025" სპორტული წყვილების პროგრამაში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მათ მოკლე პროგრამა 75,32 ქულით დაასრულეს, თავისუფალ პროგრამაში კი 137, 58 ქულა მოაგროვეს და ორი პროგრამის ჯამში 212,90 ქულით ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. წყვილმა ახალ სეზონში ახალი პროგრამით პირველად იასპარეზა.
სპორტსმენები ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.