1784446740
სპორტი
ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა დღეს გაირკვევა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი დღეს გაიმართება. ტიტულისთვის ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებები იბრძოლებენ. თამაში ნიუ-ჯერსიში, „მეტლაიფ სტედიუმზე“, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ისტორიაში პირველად, ფინალის შესვენებას მუსიკალური გაფორმება ექნება. 11-წუთიან შოუზე, რომელსაც ჯგუფი Coldplay კურირებს, მონაწილეობას მიიღებენ შაკირა და Burna Boy, მადონა, ჯასტინ ბიბერი და BTS.