Loading data...
კანადასა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს - INDEPENDENT

ესპანეთის ჩრდილოეთით, არაგონის პროვინციაში ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება. ცეცხლმა 16 000 ჰექტარი მიწის ფართობი უკვე გაანადგურა. სტიქიას მაშველებთან ერთად, არმიაც ებრძვის. ცეცხლი დასახლებული პუნქტებს და ინფრასტრუქტურას ემუქრება. რეგიონში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული, ევაკუირებულია ასობით ადამიანი.

კანადაში ტყის ხანძრის გამო ტორონტო კვამლმა მოიცვა. ქალაქში ხილვადობა ფაქტობრივად, ნულის ტოლია. მხოლოდ შაბათს, 18 ივლისს ცეცხლის 69 ახალი კერა გაჩნდა. მეხანძრეების ცნობით, სულ ხანძრის 955 კერაა დაფიქსირებული. ხანძრები მძვინვარებს შეერთებული შტატების სიახლოვეს, ონტარიოშიც.

ცნობისთვის, ცეცხლის გავრცელების საფრთხის გამო, ვაშინგტონი კანადას ტყეების არასათანადო მართვისთვის აკრიტიკებს და ჰაერის დაბინძურებისთვის გადასახადების გაზრდით ემუქრება. კანადა შტატების მუქარას სამარცხვინოს უწოდებს და ვაშინგტონს კანადური წიწვოვან ხე-ტყეზე დაწესებული ტარიფებისა და შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს.