1794228963
სპორტი
ფაბრიციო რომანო: ალისონ ბეკერმა, შესაძლოა, სეზონის ბოლოს „ლივერპული“ დატოვოს
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, შესაძლოა, ალისონ ბეკერმა სეზონის ბოლოს „ლივერპული“ დატოვოს.
საკუთარ YouTube არხზე საუბრისას ფაბრიციო რომანომ აღნიშნა, რომ არსებობს სერიოზული შანსი, მიმდინარე სეზონი ბრაზილიელისთვის „ლივერპულში“ ბოლო იყოს.
მისივე თქმით, საკითხი 100%-ით გადაწყვეტილი ჯერ არ არის.
„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა გიორგი მამარდაშვილით ძალიან კმაყოფილია. ქართველმა მეკარემ მიცემული შანსები კარგად გამოიყენა, რის გამოც ალისონის წასვლის შემთხვევაში სწორედ ის განიხილება ძირითადი მეკარის პოზიციაზე.