Loading data...
პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე ევროპის ჩემპიონია

ჰაიდელბერგში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძიუდოში რევაზ ჩიკოიძემ (J2, +95 კგ) ყველა მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს კარიერაში მეოთხედ დაეუფლა.

ფინალში მან ზვიად გოგოჭურს სძლია.

ჰაიდელბერგში საქართველოს ნაკრებისთვის ეს უკვე მესამე ოქროს მედალია, მთლიანობაში კი ჩვენმა გუნდმა ექვსი მედლის მოპოვება შეძლო.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.