Loading data...
პარაძიუდო - საბა ბაღდავაძე თბილისის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

თბილისში პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო.

ტურნირის პირველივე დღეს, ფინალურ ბლოკში, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, საბა ბაღდავაძემ (J1, -81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ზურაბ ზურაბიანი (J2, -70 კგ), გიორგი გამჯაშვილი (J1, -70 კგ) და ლევან გუგავა (J2, -81 კგ).

25 მარტს თბილისის მსოფლიო თასზე იასპარეზებენ: რევაზ ჩიკოიძე (+95 კგ, J2), ზვიად გოგოჭური (+95 კგ, J2), გიორგი ბერიძე (-95 კგ, J1), რამინი ყიფშიძე (+95 კგ, J1), ქეთი გილიგაშვილი (-70 კგ, J2) და ინა ქალდანი (+70 კგ, J2).