1774357460
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7166 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7223 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1483 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1274 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0613 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 25 მარტს შევა ძალაში.