Loading data...
ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამაში ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა

მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. მილანში ფიგურულმა მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ იასპარეზა. მოკლე პროგრამაში მან მსაჯებისგან 71,77 ქულა დაიმსახურა და ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა.

ანასტასია გუბანოვას თავისუფალი პროგრამით 19 თებერვალს ვიხილავთ.

ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა.

ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრებიდან ასევე იასპარეზა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა, მათ ოლიმპიადაზე მეცამეტე ადგილი დაიკავეს, რაც ოლიმპიადებზე სპორტული ცეკვების კატეგორიაში საქართველოს მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.

ნიკა ეგაძემ კი მამაკაცთა კატეგორიაში ოლიმპიადაზე საქართველოს საუკეთესო შედეგი გაიმეორა და ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა. ხოლო ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა საქართველოს ისტორიაში პირველად გუნდური ტურნირის ფინალში იასპარეზა და მეოთხე ადგილი დაიკავა.

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.