Loading data...
ირანში კვლავ ანტისამთავრობო აქციები გაიმართა

ირანში გამართული აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს იანვარში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნას. აქციებზე კვლავ შეტაკებები მოხდა ირანის უსაფრთხოების ძალებთან. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ქალაქ აბადანში აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ დაღუპულთა ფოტოები და ყვავილები და სკანდირებდნენ „სიკვდილი ხამანეის“ და „გაუმარჯოს შახს!“. მეშხედში ადამიწნები სკანდირებდნენ - „ერთი ადამიანი თუ მოკალით, მის უკან ათასობით ადამიანი დგას“.

დაღუპულთა ხსოვნის ცერემონია ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გამართეს, ის თეირანში, იმამ ხომეინის მეჩეთში გაიმართა. ამ აქციის მონაწილეებს ეჭირათ ირანის დროშები და სკანდირებდნენ „სიკვდილი ამერიკას!“ და „სიკვდილი ისრაელს!“.