Loading data...
ოლიმპიადაზე, ფიგურული ციგურაობის გუნდურ ტურნირზე, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმულ ცეკვაში იასპარეზა - საქართველოს ნაკრებს გუნდური 5 ქულა მოუტანეს

მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ტურნირი დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

„საქართველოს ნაკრებიდან პირველმა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა იასპარეზა. რიტმულ ცეკვაში მათ მსაჯებისგან 78,97 დაიმსახურეს საქართველოს ნაკრებს გუნდური 5 ქულა მოუტანეს.

დღეს გუნდური შეჯიბრებისას მოკლე პროგრამით ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტული წყვილი და ანასტასია გუბანოვა იასპარეზებენ.

მილან-კორტინის ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.