Loading data...
ნინა თიბილაშვილი პარაფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

სამხრეთ კორეაში პარაფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ნინა თიბილაშვილმა (A კატეგორია) ხმლით ფარიკაობაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უკრაინელი ნატალია მორკვიჩი ანგარიშით 15:7 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველი პარამოფარიკავეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.